მოსწავლის პრეზენტაცია
აკაკი წერეთელი
დიდი ქართველი
პოეტი აკაკი წერეთელი დაიბადა
1840 წლის 21 ივნისს ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის
რაიონის
სოფელ სხვიტორში
აკაკის
მშობლები
აკაკის მამა თავადი როსტომ წერეთელი კარგი მოჭადრაკე, საკმაოდ ჭკვიანი,
გონებამახვილი და მოსწრებული მოსაუბრე ყოფილა.
აკაკის
დედა ეკატერინე აბაშიძე მეტად წიგნიერი, მშრომელი და მზრუნველი
ქალბატონი ყოფილა, მან
პატარაობიდანვე ასწავლა აკაკის შრომისმოყვარეობა
და
სამშობლოს სიყვარული.
ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ
სოფელ სავანეში. ამ კეკლუც სოფელში იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის,
ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.
სავანეში პატარა აკაკი მთელ დღეებს ატარებდა გლეხებთან ყანებში, ტყეში, საქონლის
მოვლაში, სადილ-ვახშმის მზადებასა და სხვა საქმიანობაში და, რაც მთავარია, იგი
მთელი ამ საქმიანობის უბრალო მაყურებელი კი არ იყო, არამედ თვითონაც
გულმოდგინედ მონაწილეობდა მასში
აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში.
დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო
მოღვაწეთა მთაწმინდის
პანთეონში.
No comments:
Post a Comment