პროექტი

Wednesday, November 13, 2013

მე–5 მოდული

მე–5 მოდულიდან განვიხილეთ შეფასების რუბრიკები.
გავეცანი მოსწავლეთა და მასწავლებელთა ნაშრომებს, შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკებს. მასალა საინტერესო იყო და გამოვიყენებ მუშაობის პროცესში.

იზო გურგენიძე

Saturday, November 9, 2013

teo-inteli.blogspot.com

მოსწავლის პრეზენტაცია

აკაკი წერეთელი

დიდი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი დაიბადა 

1840 წლის   21 ივნისს  ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის

 სოფელ სხვიტორში


აკაკის მშობლები

                                                                        


აკაკის მამა თავადი როსტომ წერეთელი კარგი მოჭადრაკე, საკმაოდ ჭკვიანი,


გონებამახვილი და მოსწრებული მოსაუბრე ყოფილა.

აკაკის დედა ეკატერინე აბაშიძე მეტად წიგნიერი, მშრომელი და მზრუნველი

ქალბატონი ყოფილა, მან პატარაობიდანვე ასწავლა აკაკის  შრომისმოყვარეობა და

 სამშობლოს სიყვარული.


ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ 

სოფელ სავანეში. ამ კეკლუც სოფელში იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის

ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.

სავანეში პატარა აკაკი მთელ დღეებს ატარებდა გლეხებთან ყანებში, ტყეში, საქონლის 


მოვლაში, სადილ-ვახშმის მზადებასა და სხვა საქმიანობაში და, რაც მთავარიაიგი

მთელი ამ საქმიანობის უბრალო მაყურებელი კი არ იყო, არამედ თვითონაც 

გულმოდგინედ მონაწილეობდა მასში



ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად

საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და 

საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50- წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო 

(1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), 

გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.




აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში

დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო 

მოღვაწეთა მთაწმინდის

პანთეონში.









tika kurtsikidze bloggspot.com

თიკა! ძალიან მომეწონა შენი პროექტის გეგმა. ჩანს, რომ ხარ შემოქმედი პედაგოგი. პროექტებით სწავლება დაგეხმარება ახალი იდეების განხორციელებაშ

kolashvili1 bloggspot.com

ნელი! ძალიან მომეწონა შენი პროექტის გეგმა. ჩანს, რომ ხარ შემოქმედი პედაგოგი. პროექტებით სწავლება დაგეხმარება ახალი იდეების განხორციელებაშ